პენიტენციურ დაწესებულებებში 28 დეკემბერიდან საახალწლო ამანათებს მიიღებენ

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავის ციხის შესასვლელი
რუსთავის ციხის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
ამანათების მიღება დაწესებულებებში ორი დღე გაგრძელდება.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ამანათების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი ამანათების მიღება პენიტენციურ დაწესებულებებში 28-29 დეკემბერს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, 9.866 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 334 ქალია.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0