მინისტრი: ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში უძლიერესი გახდება

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებული შეთანხმებების წყალობით, შეიძლება საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო გახდეს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მანამდე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყებამ ესპანურ, პოლონურ და შვედურ მხარეებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს შეიარაღებების შესყიდვის თაობაზე.
„იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია.
„ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმეწლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
როგორც ადრე ბურჭულაძემ განაცხადა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული შესყიდვების წყალობით ორ წელიწადში თბილისის ცა სრულად იქნება დაცული, რაც აქამდე არ ყოფილა. მისი თქმით, ორ წელიწადში, ფაქტობრივად, სრულად იქნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები - აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0