კარასინი: აფხაზეთში არეულობა ხელოვნურადაა მოწყობილი

© photo: Sputnik / Vladimit Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. აფხაზეთის ოპოზიციის მიერ მოწყობილი არეულობები ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით, ხელოვნურად არის გაღვივებული გარედან, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა.
„ეს არის ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი. მთავრობათაშორისი შეთანხმებით, ის ჩვენ გვეკუთვნის. ამაზე შეთანხმება ორი წლის წინ გაფორმდა. <...> ყველაფერი სხვა ეგრეთ წოდებული მეგობრების მიერ ორგანიზებული ხმაურია — იქვე ახლოს არიან რომელიღაც ქვეყნები, რომლებიც ამით არიან დაინტერესებული. აშკარაა, რომ არეულობები ხელოვნურად ღვივდება გარედან“, — აღნიშნა კარასინმა.
მანამდე, დღეს გამთენიისას, არაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.
ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, რომელიც 180 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, რუსეთს იჯარით აქვს აღებული 1995 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით. მოსკოვსა და სოხუმს შორის ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ახალი შეთანხმება 2022 წლის იანვარში გაფორმდა.
ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს 49 წლით გადაეცა აგარაკის მიწის ნაკვეთები და ზღვის მიმდებარე აკვატორია. იჯარის სახით რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე წელიწადში 1 რუბლს იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0