https://sputnik-georgia.com/20231227/afxazeti-biwvintis-agaraki-285268469.html
პროტესტის მიუხედავად: ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება რატიფიცირებულია
პროტესტის მიუხედავად: ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება რატიფიცირებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. არაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა გამთენიისას „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რითაც... 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T13:00+0400
2023-12-27T13:00+0400
2023-12-27T14:36+0400
ახალი ამბები
რუსეთი
აფხაზეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1b/285268283_0:134:3166:1915_1920x0_80_0_0_bc7f88046ba95d478b0ba8ce310aa713.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. არაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა გამთენიისას „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.გავრცელებული ინფორმაციით, რიგგარეშე სესიას სულ 28 კაცი ესწრებოდა, რომელთაგან გადაწყვეტილებას მხარი 26-მა დაუჭირა.ამის შესახებ „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა, დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა.მისი თქმით, დეპუტატებმა რამდენიმე დელეგაცია მიიღეს და შეთანხმების რამდენიმე ოპცია განიხილეს „რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. საბოლოოდ კი ისეთი დოკუმენტი მიიღეს, რომლის თანახმადაც, „ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება და ქონება აფხაზეთის რესპუბლიკას უბრუნდება“.ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. როგორც აფხაზეთის ყოფილი „ომბუდსმენი“ ასიდა შაკრილი აცხადებს, მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, ვინაიდან ის „რესპუბლიკის კონსტიტუციას, ქვეყნის კანონებს არღვევს“.მანამდე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ყველა საჭირო ტექნიკური შესწორება „რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ნოტების გაცვლის გზით“ განხორციელდა, რაც, მისი თქმით, „საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებს, ასევე ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციას შეესაბამება“.ამასთან რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთისთვის იმ მიწის გადაცემას, რომელზეც ობიექტი მდებარეობს.ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, რომელიც 180 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, რუსეთს იჯარით აქვს აღებული 1995 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით. მოსკოვსა და სოხუმს შორის ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ახალი შეთანხმება 2022 წლის იანვარში გაფორმდა.ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს 49 წლით გადაეცა აგარაკის მიწის ნაკვეთები და ზღვის მიმდებარე აკვატორია. იჯარის სახით რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე წელიწადში 1 რუბლს იხდის.
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1b/285268283_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_6c1038a5be32b7c9b2c4a5c3c3f5e623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, აფხაზეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, რუსეთი, აფხაზეთი, პოლიტიკა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. არაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა გამთენიისას „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიგგარეშე სესიას სულ 28 კაცი ესწრებოდა, რომელთაგან გადაწყვეტილებას მხარი 26-მა დაუჭირა.
ამის შესახებ „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა, დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა.
მისი თქმით, დეპუტატებმა რამდენიმე დელეგაცია მიიღეს და შეთანხმების რამდენიმე ოპცია განიხილეს „რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. საბოლოოდ კი ისეთი დოკუმენტი მიიღეს, რომლის თანახმადაც, „ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება და ქონება აფხაზეთის რესპუბლიკას უბრუნდება“.
„დეპუტატები <...> მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ ხმას მისცემდნენ შეთანხმებას შეცვლილი კოორდინატებით და იმ პირობით, რომ ობიექტის მესამე მხარისთვის გადაცემა იქნება დაუშვებელი. რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც 28 დეპუტატი ესწრებოდა, სამი კანონი მივიღეთ და 26 ხმით მოვახდინეთ შეთანხმების რატიფიცირება“, — განუმარტა აშუბამ შეკრებილებს.
ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. როგორც აფხაზეთის ყოფილი „ომბუდსმენი“ ასიდა შაკრილი აცხადებს, მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, ვინაიდან ის „რესპუბლიკის კონსტიტუციას, ქვეყნის კანონებს არღვევს“.
მანამდე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ყველა საჭირო ტექნიკური შესწორება „რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ნოტების გაცვლის გზით“ განხორციელდა, რაც, მისი თქმით, „საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებს, ასევე ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციას შეესაბამება“.
ამასთან რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთისთვის იმ მიწის გადაცემას, რომელზეც ობიექტი მდებარეობს.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი, რომელიც 180 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს, რუსეთს იჯარით აქვს აღებული 1995 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით. მოსკოვსა და სოხუმს შორის ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ახალი შეთანხმება 2022 წლის იანვარში გაფორმდა.
ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთს 49 წლით გადაეცა აგარაკის მიწის ნაკვეთები და ზღვის მიმდებარე აკვატორია. იჯარის სახით რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე წელიწადში 1 რუბლს იხდის.