https://sputnik-georgia.com/20231225/ucxoplaneturi-xomaldi-baidenis-tvitmfrinavtan-285203377.html
ბაიდენის თვითმფრინავთან „უცხოპლანეტური“ ობიექტი შენიშნეს: მეცნიერის განმარტება
ბაიდენის თვითმფრინავთან „უცხოპლანეტური“ ობიექტი შენიშნეს: მეცნიერის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. უცნობი ობიექტი, რომელიც ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვითმფრინავის გვერდით შენიშნეს, შეიძლება იყოს ყველაფერი, გარდა... 25.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-25T17:23+0400
2023-12-25T17:23+0400
2023-12-25T17:23+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ჯო ბაიდენი
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23828/92/238289223_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_86ff32706e8d13d1df7c34edbc9c7942.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. უცნობი ობიექტი, რომელიც ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვითმფრინავის გვერდით შენიშნეს, შეიძლება იყოს ყველაფერი, გარდა უცხოპლანეტური ხომალდისა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერმა ნათან ეისმონტმა.მისი თქმით, მსგავსი „შეხვედრები“ ხშირად ხდება, მაგრამ აქამდე არცერთი ობიექტების არამიწიერი წარმომავლობა არ დადასტურებულა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მიწიერი ობიექტები, რომლებიც უცხოპლანეტურ აპარატებს ჰგავს. ამის დასტურად მან რუსი კოსმონავტის, ივან ვაგნერის შემთხვევა მოიყვანა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენის დროს პოლარული ციალის ვიდეო გადაიღო. კადრებში ჩანდა რამდენიმე მბზინავი ობიექტი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით დაფრინავდნენ. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ კამერის ობიექტივში თანამგზავრები მოხვდა, რომელთაგან არეკლილი სინათლე პირდაპირ კოსმოსური სადგურის მიმართულებით ირეკლებოდა.მეცნიერის თქმით, აშშ-ისპრეზიდენტის თვითმფრინავი „ფლეინსპოტერების“ დიდ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ „თვით ბაიდენიც კი ვერ დაეხმარება მათ“ იმის დამტკიცებაში, რომ ის, რაც თვითმფრინავის სიახლოვეს ნახეს, მართლაც არამიწიერი წარმოშობის ობიექტია.მანამდე New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ფლეინსპოტერებმა ლოს-ანჯელესის აეროპორტის თავზე უცნობი სფერული ობიექტი დააფიქსირეს, როდესაც ბაიდენის თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე ეშვებოდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23828/92/238289223_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6fa1c4e8722e6b2830912c938d7c3aa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ჯო ბაიდენი, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ჯო ბაიდენი, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. უცნობი ობიექტი, რომელიც ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვითმფრინავის გვერდით შენიშნეს, შეიძლება იყოს ყველაფერი, გარდა უცხოპლანეტური ხომალდისა, განუცხადა
„რია ნოვოსტის“ კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერმა ნათან ეისმონტმა.
მისი თქმით, მსგავსი „შეხვედრები“ ხშირად ხდება, მაგრამ აქამდე არცერთი ობიექტების არამიწიერი წარმომავლობა არ დადასტურებულა.
„ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (ამო) ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს იყო ისეთი რამ, რაც შეიძლება ამო-დ განვიხილოთ. არცერთი! ყველა სერიოზულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ეს ან ატმოსფერული მოვლენები იყო, ან უბრალოდ მოეჩვენათ“, — განმარტა ეისმონტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მიწიერი ობიექტები, რომლებიც უცხოპლანეტურ აპარატებს ჰგავს. ამის დასტურად მან რუსი კოსმონავტის, ივან ვაგნერის შემთხვევა მოიყვანა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენის დროს პოლარული ციალის ვიდეო გადაიღო. კადრებში ჩანდა რამდენიმე მბზინავი ობიექტი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით დაფრინავდნენ. ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ კამერის ობიექტივში თანამგზავრები მოხვდა, რომელთაგან არეკლილი სინათლე პირდაპირ კოსმოსური სადგურის მიმართულებით ირეკლებოდა.
მეცნიერის თქმით, აშშ-ისპრეზიდენტის თვითმფრინავი „ფლეინსპოტერების“ დიდ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ „თვით ბაიდენიც კი ვერ დაეხმარება მათ“ იმის დამტკიცებაში, რომ ის, რაც თვითმფრინავის სიახლოვეს ნახეს, მართლაც არამიწიერი წარმოშობის ობიექტია.
მანამდე New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ფლეინსპოტერებმა ლოს-ანჯელესის აეროპორტის თავზე უცნობი სფერული ობიექტი დააფიქსირეს, როდესაც ბაიდენის თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე ეშვებოდა.