https://sputnik-georgia.com/20231225/uamindobis-gamo-gacerebulma-samgzavro-matareblebma-mozraoba-ganaaxles-285208991.html
უამინდობის გამო გაჩერებულმა სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს
უამინდობის გამო გაჩერებულმა სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს
Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩერდნენ 25.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-25T19:50+0400
2023-12-25T19:50+0400
2023-12-25T19:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445629_0:90:1280:810_1920x0_80_0_0_8203b64170cffe3e90c06e9b7a7d48a3.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სამგზავრო მატარებლებმა, რომლებიც უამინდობის გამო სხვადასხვა ადგილზე იყვნენ გაჩერებული, მოძრაობა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იყო გაჩერებული. უამინდობამ რკინიგზაზე სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშული იყო ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: რიგ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 6-ბალიანი შტორმი.მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445629_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ed0311b806c1767d652530ec25e9b909.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, სტიქიური მოვლენები
უამინდობის გამო გაჩერებულმა სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩერდნენ
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სამგზავრო მატარებლებმა, რომლებიც უამინდობის გამო სხვადასხვა ადგილზე იყვნენ გაჩერებული, მოძრაობა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იყო გაჩერებული. უამინდობამ რკინიგზაზე სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშული იყო ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: რიგ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 6-ბალიანი შტორმი.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.