მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი რუსეთით უკმაყოფილოა: თეირანმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა პროტესტის გადასაცემად რუსულ-არაბული თანამშრომლობის ფორუმის დასკვნით განცხადებასთან დაკავშირებით, ნათქვამია ირანის მთავრობის ოფიციალურ საიტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი უკმაყოფილოა იმით, რომ მოსკოვმა მხარი დაუჭირა „მაროკოში ცოტა ხნის წინ გამართული“ ფორუმის დასკვნით განცხადებას, რომელიც „უსაფუძვლო პრეტენზიებს“ მოიცავს სპარსეთის ყურის სამ სადავო კუნძულზე. საუბარია კუნძულებზე, რომელთა კუთვნილებაზეც ირანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ედავება.
„რუსეთის ფედერაციას მტკიცე პროტესტი გამოეცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობისაგან რუსეთის მთავრობის მიერ განცხადებაში ნახსენები უსაფუძვლო მტკიცებულებების მხარდაჭერის განმეორების გამო <...> და გაეგზავნა საპროტესტო ნოტა“, — ნათქვამია ირანის მთავრობის განცხადებაში.
როგორც სააგენტო Mehr-ი წერს, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მანამდე, 22 დეკემბერს, ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ესაუბრა ტელეფონით და დაარწმუნა, რომ დასკვნით განცხადებაში სრულად იქნებოდა გათვალისწინებული „ირანის ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის პატივისცემა“.
უფრო ადრე, მიმდინარე წლის ივლისში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ უკვე დაიბარა რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი. თეირანი არ ეთანხმებოდა რუსეთისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) განცხადებას, რომელშიც ყურეში არსებული სამი სადავო კუნძულის — დიდი ტომბის, პატარა ტომბისა და აბუ-მუსას კუთვნილებაზე იყო საუბარი. ორმუზის ყურის აკვატორიაში სტრატეგიული მდებარეობის კუნძულებზე არაბთა გაერთიანებული საამიროები და ირანი გამოთქვამენ პრეტენზიებს.
აღნიშნული კუნძულები 1971 წლამდე დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ იყო. მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბრიტანეთმა კუნძულები მას გადასცა. ირანმა არ ცნო ეს გადაწყვეტილება და სამივე კუნძულზე კონტროლი დაამყარა. საამიროებში მიაჩნიათ, რომ კუნძულები ოკუპირებულია, ხოლო ირანი — აგრესორი.
ყველა ახალი ამბავი
0