საქართველოს პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
შეწყალებულთა შორის ორი მსჯავრდებული ქალია.
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ექვსი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ორ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.
პრეზიდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე გამოსცემს შეწყალების აქტს ინდივიდუალურად, განსაზღვრული პირის მიმართ.
შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს, ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
ყველა ახალი ამბავი
0