მოსაზრება: „ზელენსკის მიწაყრილი“ უკრაინის არმიასა და ნატოს რეალობაში აბრუნებს

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
ნატოს კონსოლიდირებული ძალისხმევის ჩავარდნა უკრაინის შეიარაღებული ძალების „კონტრშეტევაში“ რუსეთის მოწინააღმდეგეებში ერთდროულად პანიკასაც იწვევს და მრისხანებასაც.
უკრაინული ომის თეატრის მკაცრი რეალობა ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს სტრატეგიასა და ტაქტიკაში, აქტიურ მშვიდობიან დიპლომატიაში, მაგრამ „სტრატეგების" სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ინტელექტუალური დონე და რესურსები მხოლოდ თეატრალურად იმიტირებული „ზელენსკის მიწაყრილისა" და კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებთა მორიგი „ზოგადი“ მობილიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
21 დეკემბერს, საგარეო სამხედრო ატაშეებისთვის გამართულ ბრიფინგზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ რუსული არმია მუდმივად აფართოებს საკონტროლო ზონებს სპეცოპერაციის ყველა მიმართულებით. „კონტრშეტევისა" და მთლიანად წლის მეორე ნახევრის შედეგად, უკრაინის არმიამ შეუქცევად დაკარგა 160 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 3000-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, მათ შორის 766 ტანკი, 121 თვითმფრინავი და 23 ვერტმფრენი. აშშ-სა და ნატოს რესურსებმა კიევს ვერ უშველა.
უკრაინის გენერალური შტაბი ოფიციალურად გადავიდა თავდაცვაზე და ფოტოებზე პირველი მსოფლიო ომის სტილის საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა წარმოადგინა. კიევის პროპაგანდისტებმა მაშინვე უწოდეს მორების თხრილებსადა ბლინდაჟებს„ზელენსკის მიწაყრილი". 3000 კმ-მდე სიგრძის თავდაცვითი ნაგებობების ასაშენებლად უკრაინას 5 მილიარდიდან 10 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. ვაშინგტონი კი ფულს არ იძლევა.
რუსეთის სპეცოპერაციისგანვითარება აიძულებს კიევის რეჟიმს და ნატოს,უარი თქვან „ტერიტორიების დაბრუნებაზე“ და „1991 წლის საზღვრებზე გასვლაზე“. ეს იდეები ახლა აშშ-ის სენატშიც კი ფანტაზიებად ითვლება. უკრაინის შეიარაღებული ძალების დასავლელი მრჩევლები უკრაინის ახალ სტრატეგიას "კონტროლირებად ბრძოლით უკან დახევას“ უწოდებენ.
თუმცა ყველაფრის კონტროლი არ გამოდის. გერმანიაში უკრაინული სატანკო ეკიპაჟების საწვრთნელი ცენტრები, სადაც „ლეოპარდების“ მართვა ისწავლება, ნახევრად ცარიელია. უკრაინის შეიარაღებული ძალების "კონტრშეტევის" წარუმატებლობის შემდეგ, ამგვარმა მომზადებამ მნიშვნელობა დაკარგა.
მეორე მხრივ, მობილიზაციის ნაცვლად, ყოველდღიურად ექვსი ათასი უკრაინელი წვევამდელი ირჩევს ქვეყნიდან გაქცევას. ევროპული და ამერიკული მედია სულ უფრო ხშირად ავრცელებს მარტივ მესიჯს: „ვაშინგტონს შეუძლია უკრაინას დაშლის საშუალება მისცეს“.

„წმინდა ძროხის" ბოლო რეზერვები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული სახსრები "უკრაინის მხარდასაჭერად" წელს უკვე ამოიწურა. და მაინც, საჭიროა დახმარება - 2024 წლის ზამთარში, გაზაფხულზე და ზაფხულში (აშშ-ის ადმინისტრაცია უფრო შორს არ იყურება).
თეთრი სახლი ცხელებიანივითეძებს ვარიანტებსა და კომბინაციებს. ამერიკას და "დონორ ქვეყნებს" არ აქვთ საკმარისი რესურსი რუსეთთან თუნდაც ერთი მარიონეტული ომისთვის, ახლა კი ისრაელის"პრიორიტეტული" ომიც დაიწყო ღაზის სექტორში. ვითარება კუნძულ ტაივანის გარშემოცსერიოზულად ყრის ნაპერწკლებს“. მსოფლიოში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კიევის მარიონეტულრეჟიმს ბევრ წლებს არ ჰპირდება.
დასავლეთს ესმის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კაპიტულაცია აშშ-ისა და ალიანსის მასშტაბური მარცხი იქნება და რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების წინაპირობებს შექმნის. მაგრამ ვერ ჩერდებიან. ევროპას კვლავ აშინებენ„რუსული საფრთხით“. თეთრი სახლი აქტიურად განიხილავს ევროპელვასალებთან გაყინული რუსული აქტივების (300 მილიარდი დოლარის) „კონფისკაციის“ უკანონო გზებს, რათა რუსეთთან მარიონეტული ომი გააგრძელოს უკრაინის ოპერაციების თეატრში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული სახსრების „კონფისკაციამ“ და სამხედრო ესკალაციამ შეიძლება დიპლომატიური და სხვა ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც „წმინდა ძროხა“ არ არის.
გასულ კვირაშირუსეთის დუმამ საპასუხო ზომადამერიკული აქტივების კონფისკაციის საკანონმდებლო პროცედურის დაწყების წინადადება წამოაყენა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა 21 დეკემბერს აღნიშნა, რომ მოსკოვი სარკისებურად უპასუხებს დასავლეთს — რუსეთში არამეგობრული ქვეყნების (აშშ და ევროკავშირის) ინვესტორებისა და კომპანიების ფულია დაბლოკილი იგივე300 მილიარდი დოლარის ოდენობით. რომ აღარაფერი ვთქვთ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გლობალური რეპუტაციის დანაკარგებზე.
შესაძლოა, მომავალი 2024 წელი სპეცოპერაციისბოლო წელი იყოს. დასავლეთს მოსკოვთან კონფლიქტისარაკონსტრუქციულობაში ყველაზე მეტად რუსეთის შეიარაღებული ძალების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და რუსეთის ეკონომიკის მზარდი ძალა და მოქნილობა არწმუნებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0