ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები თოვლში
ელექტროგადამცემი ხაზები თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღუდგება.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. უამინდობის გამო გამოწვეულმა ყინულმოცვამ, დასავლეთ საქართველოში მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რთული მდგომარეობა იყო ასევე წალენჯიხაში, თუმცა ტექნიკურმა ბრიგადებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა უკვე მოახერხეს და ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია მიეწოდება. კომპანიის ცნობით, მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროსადენები, ფიდერები და სხვა ინფრასტრუქტურა.
საქართველოში 29 დეკემბრამდე წვიმა, ქარი და თოვლია მოსალოდნელი>>
რაც შეეხება ზემო აჭარას, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0