პრემიერი: დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!

© Courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე
ირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.
მთავრობის მეთაურმა ილია მეორეს ღირსშესანიშნავი თარიღი, ოჯახთან ერთად, პირადად მიულოცა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს.
„ილია მეორის სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
ყველა ახალი ამბავი
0