მარილის სასარგებლო თვისებები: რამდენიმე უჩვეულო წესი

CC0 / rawpixel.com / მარილი
მარილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
იცოდით, რომ მარილი მხოლოდ კერძების შესაკმაზად კი არ გამოიყენება, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება მისი დახმარებით ბევრი პრობლემის მოგვარება?

თუ არ იცოდით, ახლა გაეცანით მარილის გამოყენების რამდენიმე წესს, რომელიც გამოცემა Revista Sufletului-მ შეკრიბა.
მაშ ასე, მარილი:
ამცირებს კუჭის მჟავიანობას და შველის მუცლის შებერილობას. საამისო ხსნარის დასამზადებლად გახსენით ერთ ჭიქა წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი;
სპობს ბაქტერიებს პირის ღრუში, ხელს უშლის კარიესის განვითარებას, წმენდს და ათეთრებს კბილებს. შეგიძლიათ გამოიყენთ როგორც ცალკე, ისე კბილის პასტაში არეული. მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც ძალიან წმინდად დაფქული;
კარგი სკრაბია სხეულისთვის. ოდნავ დაასველეთ გარკვეული რაოდენობის მარილი და ფაქიზად დაიზილეთ კანი;
ჩაუშვით ერთი ჭიქა მარილი აბაზანაში და ჩაწექით შიგ. ამ გზით გლუვი და სუფთა კანი გარანტირებულია;
კარგი საშუალებაა მწერების ნაკბენის წინააღმდეგ. საკმარისია შეიზილოთ ის ნაკბენზე და ის სწრაფად დაგიამდებათ;
კარგი საშუალებაა ხელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. უბრალოდ დაიბანეთ ხელები მარილით;
გააქრობს საფენით (პამპერსით) გამოწვეულ გაღიზიანებას ბავშვის კანიდან, თუ ბავშვის აბაზანაში ჩაამატებთ;
შველის ღრძილების დაავადებასა და პირიდან უსიამოვნო სუნის გაქრობას, თუ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ ნახევარ ჩაის კოვზ მარილს გამოივლებთ;
თუ თავის კანი და თმები ზედმეტად გიცხიმიანდებათ, ჩაამატეთ შამპუნში ცოტაოდენი მარილი. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ თბილის წყლის, ლიმონის წვენისა და მარილის ნაზავი თმებზე გადასავლებად;
მარილის აბაზანები დაგირბილებთ და მოგიშუშებთ ხელებზე დამსკდარ კანს;
აშუშებს და აამებს მედუზის ნაკბენს;
ხსნის სასუნთქ გზებს; ერთ ჭიქა გადადუღებულ წყალში დაამატეთ 0,5-1 ჩაის კოვზი მარილი, გაადნეთ სრულად (თუ საჭიროა, გადაწურეთ კიდეც) და ჩაიწვეთეთ ცხვირში;
ჩაყარეთ მარილი საფერფლეში და თამბაქოს უსიამოვნო სუნი საგრძნობლად შემცირდება;
კარგად აპრიალებს სარკეებსა და მინებს, თუ მარილწყალს სპრეით შეასხურებთ, შემდეგ კი რბილი ტილოთი გაწმენდთ;
ჩაამატეთ ცოტაოდენი მარილი სარეცხის ფხვნილში და თქვენი სარეცხი უკეთ გაირეცხება;
კარგად ასფთავებს მარმარილოს ზედაპირს;
შესანიშნავად წმენდს კბილის პროთეზს, თუ მას ცოტა ხნით მარილწყალში ჩადებთ.
ყველა ახალი ამბავი
0