მანტუროვმა არამეგობრული ქვეყნები რუს სპეციალისტებზე „ნადირობაში“ დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიდენის მანტუროვი
დენის მანტუროვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. არამეგობრული ქვეყნები ინდუსტრიულ შპიონაჟს ეწევიან რუსეთის წინააღმდეგ და ამასთან რუს სპეციალისტებზეც ნადირობენ, განაცხადა რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
„ასე იყო ყოველთვის, ყველა დროში, არის დღეს და იქნება ხვალ. ეს ეხება არა მხოლოდ შპიონაჟს. ვფიქრობ, ყურადღებას მიაქცევდით მედიაში გავრცელებილ ინფორმაციას, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის „აქტიური ცოცხალი ნადირობა“ არა მხოლოდ იარაღის მონაცემებსა და პარამეტრებზე, არამედ განსაკუთრებით ღირებულ სპეციალისტებზეც.
მანამდე, 18 დეკემბერს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა იჟევსკში რუსეთის მოქალაქე დააკავა. „ეფ-ეს-ბეს“ ცნობით, დაკავებული ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა უდმურტიის თავდაცვითი წარმოების ხელმძღვანელის წინააღმდეგ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. სპეცსამხურის მტკიცებით, დაკავებული, რომელმაც დანაშაული აღიარა, „უკრაინული ტერორისტული ორგანიზაციის“ მითითებით მოქმედებდა.
ყველა ახალი ამბავი
0