მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენი ყველაზე ხელმოცარულ პოლიტიკოსთა სიაში მოხვდა: Fox News-ის ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიПрезидент США Джо Байден
Президент США Джо Байден  - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2023 წლის ხელმოცარულ პოლიტიკოსთა (louser) სიაში შეიყვანა.
Fox News-მა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მიმართ სიმპატიითა ცნობილი და ამასთან კონსერვატიულ პუბლიკაზეა ორიენტირებული, თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ასაკით, დაბალი რეიტინგებითა და იმპიჩმენტის პროცედურით ახსნა.
როგორც ტელეარხი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა მთელ ქვეყანაში იმოგზაურა თავისი საკვანძო მიღწევების გასარეკლამებლად, „ის ჯერ კიდევ მუშაობს ამომრჩევლების დარწმუნებაზე, რომ მზადაა, კიდევ ოთხი წელი დაჰყოს თეთრ სახლში“.
„გარდა ასაკთან დაკავშირებული საკითხებისა, <...> ბაიდენი ასევე აწყდება მზარდ აღშფოთებას ჰამასთან ომში ისრაელის მხარდაჭერის გამო. კულმინაციად იქცა ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირაში მძიმე პროგნოზები აჩვენა მის ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით“, — აცხადებს Fox News.
გარდა პრეზიდენტისა, ხელმოცარულ პოლიტიკოსთა სიაში შევიდნენ:
კევინ მაკარტი — რომელიც წლის დასაწყისში მხოლოდ მეთხუთმეტე მცდელობაზეღა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად, წლის ბოლოსკენ კი თანამდებობიდან გადააყენეს;
ლორი ლაიტფუტი — ჩიკაგოს ყოფილი მერი, რომელიც ამჟამინდელ მერ ბრენდონ ჯონსონთან ბრძოლაში დამარცხდა;
ჯორჯ სანტოსი — რომელიც სკანდალით გააძევეს კონგრესიდან მას შემდეგ, რაც ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ტყუილში გამოიჭირეს და ფინანსურ თაღლითობაში დაადანაშაულეს;
სიუზან გიბსონი — რომელიც ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში იყრიდა კენჭს, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა, ვინაიდან გაირკვა, რომ ის და მისი ქმარი ფულის სანაცვლოდ ეწეოდნენ თავინთი „სასიყვარულო თამაშების“ ონლაინ-ტრანსლაციას.
გარდა ამისა, მთავარი „ლუზერების“ ჩამონათვალში შევიდნენ: ვირჯინიის გუბერნატორი გლენ იანგკინი, წარმოშობით პალესტინელი კონგრესვუმენი რშიდა ტლაიბი, კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი.
წყარო: Fox News
ყველა ახალი ამბავი
0