დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, „საქართველოს რკინიგზა" მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა, რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა“ ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: რიგ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 6-ბალიანი შტორმი.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0