https://sputnik-georgia.com/20231225/darciasvili-xelisufleba-dainteresebulia-rom-caataros-gamwvirvale-arcevnebi-285211158.html
დარჩიაშვილი: ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ჩაატაროს გამჭვირვალე არჩევნები
დარჩიაშვილი: ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ჩაატაროს გამჭვირვალე არჩევნები
Sputnik საქართველო
წლის დასაწყისში ოფიციალური შეტყობინება გაიგზავნება ოდირში და გამოიხატება საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების... 25.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-25T22:53+0400
2023-12-25T22:53+0400
2023-12-25T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ეუთო/ოდირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001422_0:202:3071:1930_1920x0_80_0_0_8bbe50c1a8ec50612da7ac2564649222.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, 2024 წლის შემოდგომაზე მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული და სამართლიანი ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ. ქვეყნის ბევრმა დასავლელმა პარტნიორმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე განაცხადა, რომ გააგზავნის გაფართოებულ სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში წინასაარჩევნო პროცესისა და კენჭისყრის დღის შესაფასებლად.როგორც მინისტრმა განაცხადა, წლის დასაწყისში ოფიციალური შეტყობინება გაიგზავნება ოდირში და გამოიხატება საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების მზადყოფნა.საქართველოს ხელისუფლებამ ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რადგან ოდირი არის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება.„ჩვენ ტრადიციულად, ძალიან თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.არჩევნები საქართველოშისაქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001422_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_b0e83d3eb72b20f09593dca6332d6362.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ეუთო/ოდირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ეუთო/ოდირი
დარჩიაშვილი: ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ჩაატაროს გამჭვირვალე არჩევნები
წლის დასაწყისში ოფიციალური შეტყობინება გაიგზავნება ოდირში და გამოიხატება საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების მზადყოფნა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, 2024 წლის შემოდგომაზე მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული და სამართლიანი ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ. ქვეყნის ბევრმა დასავლელმა პარტნიორმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე განაცხადა, რომ გააგზავნის გაფართოებულ სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში წინასაარჩევნო პროცესისა და კენჭისყრის დღის შესაფასებლად.
„საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რაც შეიძლება ტრანსფარენტული, რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში, ეს ჩვენი მთავარი ინტერესია. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ჩვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, წლის დასაწყისში ოფიციალური შეტყობინება გაიგზავნება ოდირში და გამოიხატება საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების მზადყოფნა.
საქართველოს ხელისუფლებამ ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რადგან ოდირი არის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება.
„ჩვენ ტრადიციულად, ძალიან თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.