მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცეცხლოვანი გრიგალი მზეზე: გამოქვეყნდა დედამიწაზე ათჯერ დიდი მოვლენის ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. გასული წლის 6-7 თებერვლის ღამით მზეზე ცეცხლის გიგანტური გრიგალი წარმოიქმნა, რომელიც ზომით დედამიწაზე ბევრჯერ დიდი იყო. მოვლენა ცნობილმა ასტროფოტოგრაფმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა მიგელ კლარომ გადაიღო და შთამბეჭდავი დაჩქარებული ვიდეო წარმოადგინა.
კლაროს სურათებზე ნაჩვენებია პლაზმური მარყუჟი, რომელიც წინ და უკან მოძრაობს მზის ზედაპირზე. ამ პროცესმა გამოიწვია კორონალური მასის გამოტყორცნა — ფენომენი, რომლის დროსაც მზის ნივთიერებების ღრუბელი მძლავრად გაიტყორცნება ღია კოსმოსში.
ასტროფოტოგრაფმა 692 ვიდეორგოლი გადაიღო, რომელთაგან თითოეულში 900 კადრი შედიოდა. ჯამში მან 3 ტერაბაიტის 622 800 ფოტო მიიღო. კლარომ დაახლოებით 22% (138400 სურათი) დაამუშავა და 4K გაფართოების თაიმლაფსი შექმნა.
მისი გაანგარიშებით, მზის პროტუბერანცი 10-ჯერ აღემატებოდა დედამიწის ზომას სიმაღლეში და მზის დისკოს ხილული საზღვრების გარშემო ათასობით კილომეტრზე იყო გადაჭიმული.
პლაზმური მარყუჟის ფოტომ 2022 წელს საერთაშორისო კონკურს „წლის ასტრონომიული ფოტოგრაფის“ ჯილდო დაიმსახურა, რომელიც გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის (ROG) მიერ იყო ორგანიზაბული ლონდონში.
ეს აღმოჩენა არა მხოლოდ აჩვენებს კოსმოსური ფენომენების სიდიადესა და მასშტაბებს, არამედ ხაზს უსვამს ასტრონომიული ფოტოგრაფიის მნიშვნელობასაც მათ შესწავლაში. ასეთ ფენომენებზე დაკვირვება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ მზის აქტივობის ბუნება და მისი გავლენა როგორც კოსმოსურ ამინდზე, ისე ჩვენს პლანეტაზე.
ყველა ახალი ამბავი
0