სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა - ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში მძიმე ვითარებაა

© courtesy of Archil Khandamashviliძლიერი ქარი კახეთში
ძლიერი ქარი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლეჯილია ხეები და ჩახერგილია გზები.
მძიმე ვითარებაა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც 20-მდე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელშიც, სადაც სტიქიის შედეგად, ცენტრალური გზები ჩაიხერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე შესაბამისი კომისია ზარალს შეისწავლის.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0