საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

© AFP 2024 / ALEXANDER NEMENOVლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2023
გამოწერა
წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა ათ ტრადიციულ ნომინაციაში - გამარჯვებულებს შორისაა ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს.
სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა, შემდეგ კი ორგანიზაციამ 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ათი ნომინაციის გამარჯვებულები არიან:
წლის აღმოჩენა – „ოლიმპიური იმედი“ (გოგონა) - მარიამ რაგიმოვი (ბატუტზე ხტომა)
წლის აღმოჩენა- „ოლიმპიური იმედი“ (ვაჟი) - გიორგი თოხაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
საუკეთესო სპორტული გუნდი - საქართველოს ძიუდოს ნაკრები
ჯილდო ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დავით ქლიბაძე
საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - თორნიკე შენგელია (საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი)
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გუბანოვა (ფიგურული სრიალი)
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი (საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი)
ქართული სპორტის სიამაყე - ნინო სალუქვაძე (პისტოლეტით სროლა)
ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის - სანდრო ბაზაძე, მოფარიკავე
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე (ოქროს მედლები 2023 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე).
ყველა ახალი ამბავი
0