საეკლესიო კალენდარი: 23 დეკემბერი

© photo: Sputnik / Stringerსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2023
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 დეკემბერს მოწამე მეფე ვახტანგ III-ის, მოწამეთა: მინას, ერმოგენისა და ევგრაფის, მოწამე გემელი პაფლაგონიელის, ღირსის თომას, ნეტართა: იოანეს, სტეფანეს და ანგელინას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ვახტანგ მესამე
მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული.
ვახტანგ მესამეს საშინლად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ქვეყნის მართვა. მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსნორებას. თუმცა, მეტწილად, საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება.
მეფე ვახტანგის ქართული ჯარით პალესტინაში ლაშქრობების დროს, მონღოლებმა ქართველებს იერუსალიმში განსაკუთრებული უფლებები მიანიჭეს, იმ დროს შესწირა ვახტანგმა იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტერს დიდი შესაწირავი. ვახტანგის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმში ქართული მონასტრების ავტორიტეტი. იერუსალიმის ქართველ დედათა მონასტერში რიფსიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ვახტანგის მეუღლე.
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
საეკლესიო კალენდარი: 22 დეკემბერი
მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს, გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილოებდნენ, მონღოლები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.
ვახტანგ III 1308 წელს გარდაიცვალა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ვახტანგ მეფე ყაენს უწამებია და მოუკლავს იმის გამო რომ მას ქრისტიანობა არ დაუთმია.
რაც შეეხება მის განსასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს.
წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი
წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. წარმართი იმპერატორის მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს.
წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი
წმიდა მოწამე ჰემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) გაბედული მხილებისთვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს.
ღირსი თომა
ღირსი თომა ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. როცა ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა მდინარე საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი - თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
საეკლესიო კალენდარი: 21 დეკემბერი
ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმინდანს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შესდგომოდნენ ბერულ ღვაწლს, ასე წარმოიშვა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი თომა გახდა.
წმიდა თომამ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სული უფალს შეჰვედრა.
ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი
ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა (XV ს.). სერბეთის მმართველის, სტეფანე ბრანკოვიჩისა და მისი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელობებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე. 1475 წელს სერბეთის მაშინდელი მთავრის შუათანა ძე - სიმდაბლითა და წმიდა წერილში ღრმა განსწავლულობით გამორჩეული სტეფანე თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა სულთან მურატისთვის მითხოვებული დის მოსანახულებლად, მაგრამ როცა შეიტყო, რომ თურქებს ფანატიკური სისასტიკით გადაეწვათ მილეშოვოს მონასტერი, გაბედულად აღსდგა დამპყრობთაგან სამშობლოს დასაცავად. მას შემდეგ, რაც წმიდანი ალბანეთის მთავრის ასულზე, ანგელინაზე დაქორწინდა, ოსმალები სტეფანესა და მის ოჯახს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და იგი იძულებული გახდა, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ჯერ ალბანეთში გახიზნულიყო, შემდეგ კი - იტალიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
XV საუკუნის დასასრულს სერბეთის მმართველი გახდა წმიდა სტეფანესა და ანგელინას ძე - ნეტარი იოანე. მართალი იოანესა და მისი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0