https://sputnik-georgia.com/20231223/saaxalwlo-recepti-gramsac-ar-moimatebt-285143212.html
გრამსაც არ მოიმატებთ: დაბალკალორიული რეცეპტი საახალწლოდ
გრამსაც არ მოიმატებთ: დაბალკალორიული რეცეპტი საახალწლოდ
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ახლოვდება ახალი წელი და დიასახლისები გამალებული ცდილობენ საახალწლო სუფრისთვის როგორც ტრადიციული საცივ-გოზინაყის, ისე უცხო... 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T12:07+0400
2023-12-23T12:07+0400
2023-12-23T12:07+0400
რეცეპტები
გემრიელი სამზარეულო
ახალი წელი 2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284717972_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_53b5538196cd0d8304417eb9a6ce153a.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ახლოვდება ახალი წელი და დიასახლისები გამალებული ცდილობენ საახალწლო სუფრისთვის როგორც ტრადიციული საცივ-გოზინაყის, ისე უცხო კერძების რეცეპტების მოძიებას.ამასთან, ყველას სურს ისეთ სადღესასწაულო კერძს მიაგნოს, რომელიც მის წონაზე არ აისახება — რამდენიც უნდა მიირთვას.ქვემოთ გთავაზობთ ინდაურის ფილესგან მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც თავისი არომატითა და სინაზით მართლაც დაგატყვევებთ.რაც მთავარია, ისე მარტივად მზადდება, რომ დაღლასაც ვერ იგრძნობთ.თქვენ დაგჭირდებათ:მომზადების წესიშეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ გარნირთან ერთად, ჩაალაგოთ ბაჟეში ან ლამაზად გააფორმოთ სალათის ფურცლებითა და სხვა ბოსტნეულით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284717972_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_35923159a2179695818b5abaac176a91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რეცეპტები, გემრიელი სამზარეულო, ახალი წელი 2024
რეცეპტები, გემრიელი სამზარეულო, ახალი წელი 2024
გრამსაც არ მოიმატებთ: დაბალკალორიული რეცეპტი საახალწლოდ
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ახლოვდება ახალი წელი და დიასახლისები გამალებული ცდილობენ საახალწლო სუფრისთვის როგორც ტრადიციული საცივ-გოზინაყის, ისე უცხო კერძების რეცეპტების მოძიებას.
ამასთან, ყველას სურს ისეთ სადღესასწაულო კერძს მიაგნოს, რომელიც მის წონაზე არ აისახება — რამდენიც უნდა მიირთვას.
ქვემოთ გთავაზობთ ინდაურის ფილესგან მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც თავისი არომატითა და სინაზით მართლაც დაგატყვევებთ.
რაც მთავარია, ისე მარტივად მზადდება, რომ დაღლასაც ვერ იგრძნობთ.
ზეითუნის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
ბოსტნეულის ბულიონი — 100 მლ;
მარილი და წიწაკა — გემოვნებით.
გახეხეთ ლიმონის კანი და გამოწურეთ მისგან წვენი;
წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი;
მოასხით ტაფას ზეითუნის ზეთი, დააყარეთ ლიმონის გახეხილი კანი და მწვანე ხახვი;
ოდნავ რომ მოიშუშება, მოალაგეთ ინდაურის ფილე და მსუბუქად დაბრაწეთ;
ამის შემდეგ დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი;
კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე;
როგორც კი წამოდუღდება, დაახურეთ ტაფას ხუფი, დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ გარნირთან ერთად, ჩაალაგოთ ბაჟეში ან ლამაზად გააფორმოთ სალათის ფურცლებითა და სხვა ბოსტნეულით.