https://sputnik-georgia.com/20231223/ras-vsuntqavt-saqartvelosi-haeris-dabinzurebistvis-atasobit-manqana-dajarimda-285176128.html
რას ვსუნთქავთ: საქართველოში ჰაერის დაბინძურებისთვის ათასობით მძღოლი დაჯარიმდა
რას ვსუნთქავთ: საქართველოში ჰაერის დაბინძურებისთვის ათასობით მძღოლი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში გამოვლინდა 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T19:15+0400
2023-12-23T19:15+0400
2023-12-23T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675658_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_985c9f957b10dbaf8a56d7df16cba797.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბოლო სამ თვეში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დაახლოებით 2,5 ათასი მძღოლი დაჯარიმდა მანქანების თვალსაჩინო გამონაბოლქვისთვის, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო.2460-დან 2114 ჯარიმა გამოუწერეს ფიზიკურ პირებს, ხოლო 346 შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.ჯარიმების ძირითადი ნაწილი ავტომობილების მფლობელებს დაეკისრათ. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში გამონაბოლქვის სტანდარტების დარღვევისთვის დაჯარიმდა 851 მიკროავტობუსი, 157 სატვირთო მანქანა და ერთი ავტობუსი.რეტრო ავტომობილების სილამაზე: საოცარი მანქანები წარსულიდან – ფოტო >>„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.თუ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმებისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბება დაფიქსირდება, რასაც მესაკუთრე არ დაეთანხმება, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675658_54:0:2785:2048_1920x0_80_0_0_f37fbc1b092bf48925bc8a89ee1546c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ვსუნთქავთ: საქართველოში ჰაერის დაბინძურებისთვის ათასობით მძღოლი დაჯარიმდა
ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში გამოვლინდა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბოლო სამ თვეში საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დაახლოებით 2,5 ათასი მძღოლი დაჯარიმდა მანქანების თვალსაჩინო გამონაბოლქვისთვის, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო.
თბილისში, სადაც დაახლოებით მილიონი მანქანაა რეგისტრირებული, 1149 ჯარიმა გამოიწერა. ქუთაისში - 525, ბათუმში – 432, ხოლო რუსთავში – 354.
2460-დან 2114 ჯარიმა გამოუწერეს ფიზიკურ პირებს, ხოლო 346 შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
ჯარიმების ძირითადი ნაწილი ავტომობილების მფლობელებს დაეკისრათ. გარდა ამისა, სამი თვის განმავლობაში გამონაბოლქვის სტანდარტების დარღვევისთვის დაჯარიმდა 851 მიკროავტობუსი, 157 სატვირთო მანქანა და ერთი ავტობუსი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.
იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.
თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
თუ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმებისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბება დაფიქსირდება, რასაც მესაკუთრე არ დაეთანხმება, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.
თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.