https://sputnik-georgia.com/20231223/gudaursi-zamtris-sezoni-gaixsna-285174948.html
გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა
გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T16:55+0400
2023-12-23T16:55+0400
2023-12-23T16:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810758_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_cbd285aedd3c331eb08fe7d9eb7050af.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი გუდაურში ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.გუდაურში ასევე საზეიმოდ გაიხსნა ორი ახალი საბაგირო და სამი სასრიალო ტრასა.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გუდაურში გასართობი აქტივობები გაიმართა, მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება.გუშინ საღამოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810758_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b1ff9acccc33d0208c1801640f53e692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები
გუდაურში ზამთრის სეზონი გაიხსნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი გუდაურში ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გუდაურში ასევე საზეიმოდ გაიხსნა ორი ახალი საბაგირო და სამი სასრიალო ტრასა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გუდაურში გასართობი აქტივობები გაიმართა, მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება.
გუშინ საღამოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.