გორში მამაკაცმა მაღაზიის გაძარცვა სცადა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2023
გამოწერა
მძარცველი პოლიციამ უკვე დააკავა
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გორში მამაკაცმა სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზიის გაძარცვა სცადა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს
შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. მამაკაცი მაღაზია „დეილიში“ შეიჭრა და თანხა მოითხოვა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0