https://sputnik-georgia.com/20231223/1-ianvridan-tvirtebis-gadazidvasa-da-mgzavrebis-gadayvanaze-axali-mosakrebeli-amoqmeddeba-285174471.html
1 იანვრიდან ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაზე ახალი მოსაკრებლები ამოქმედდება
1 იანვრიდან ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაზე ახალი მოსაკრებლები ამოქმედდება
Sputnik საქართველო
1 იანვრიდან საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის განხორციელება მხოლოდ ნებართვის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 23.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-23T15:30+0400
2023-12-23T15:30+0400
2023-12-23T15:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0e/251166533_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_16b8ac372375d83270ed7db7ff0a1446.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ახალი მოსაკრებლები დაწესდება, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაკრებლების შესახებ“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე მგზავრთა საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის საფასური 100 ლარს შეადგენს, შემდეგ კი 500 ლარამდე გაიზრდება.საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვა, როგორც აქამდე, 500 ლარს შეადგენს.ავტოსადგურებსა და საქალაქთაშორისო მარშრუტებს 1-ლი იანვრიდან სიახლეები ელოდება >>რაც შეეხება ერთჯერად გადაზიდვას უცხოური გადამზიდველისთვის, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვას დადგენილ კვოტაზე ზემოთ, ნებართვა 1,5 ათასი ლარი ეღირება.1 იანვრიდან საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის განხორციელება მხოლოდ ნებართვის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება ავტობუსებით, ასევე 8-ადგილიანი სატრანსპორტო საშუალებებით და 5-ადგილიანი მინივენებით.მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0e/251166533_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_96357097395822f98ab28bd0803c37e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
1 იანვრიდან ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაზე ახალი მოსაკრებლები ამოქმედდება
1 იანვრიდან საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის განხორციელება მხოლოდ ნებართვის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ახალი მოსაკრებლები დაწესდება, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაკრებლების შესახებ“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე მგზავრთა საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის საფასური 100 ლარს შეადგენს, შემდეგ კი 500 ლარამდე გაიზრდება.
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვა, როგორც აქამდე, 500 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ერთჯერად გადაზიდვას უცხოური გადამზიდველისთვის, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვას დადგენილ კვოტაზე ზემოთ, ნებართვა 1,5 ათასი ლარი ეღირება.
1 იანვრიდან საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის განხორციელება მხოლოდ ნებართვის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება ავტობუსებით, ასევე 8-ადგილიანი სატრანსპორტო საშუალებებით და 5-ადგილიანი მინივენებით.
მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.