სტენინის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსმა განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში ანდრეისტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტოპროფესიონალების მეათე საერთაშორისო კონკურსისთვის (http://stenincontest.ru) ნამუშევრების მიღება დაიწყო.
კონკურსმა, რომელიც „როსია სეგოდნიას“ 2014 წლის ზაფხულში დონეცკის მახლობლად დაღუპული სპეციალური ფოტოკორესპონდენტის სახელს ატარებს, განაცხადების მიღების დაწყება ტრადიციულად სტენინის დაბადების დღეს — 22 დეკემბერს გამოაცხადა.
საიუბილეო წელს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა განაახლოს ნომინაციების პული. უკვე ტრადიციულ ოთხეულს: „მთავარი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“, კიდევ ერთი — „ხედი ზემოდან“ დაემატა.
იგი კონკურსანტებს ახალი ვიზუალური რაკურსის გამოცდას სთავაზობს ყველაზე ფართო სპექტრის მოწყობილობის გამოყენებით — ფოტოკამერით, მობილური ტელეფონის კამერით ან კვადკოპტერით. ახალ ნომინაციაში მონაწილე ფოტოების შეფასების მთავარი კრიტერიუმი უჩვეულო ხედები და სცენები იქნება.
„მთავარ ამბებში“ „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენიდროის გმირი“ კატეგორიების რაოდენობა არ შეცვლილა, კვლავ ორი იქნება: ცალკე კადრიდა ფოტოსერია. ნომინაციებში „სპორტი" და „ხედი ზემოდან“ მხოლოდ ცალკეულ ფოტოები დაიშვება.
ანდრეი სტენინის კონკურსის კურატორმა ოქსანა ოლეინიკმა აღნიშნა:
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დაიწყო ჩვენი კოლეგისა და სამხედრო კორესპონდენტის, ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეათე საიუბილეო კონკურსი. ათი წლის განმავლობაში ის გახდა ჭეშმარიტად მრავალეროვნული პლატფორმა ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებსაც არ ეშინიათ რისკების, ახალი რაკურსების ძიებისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა მკაფიოდ და მიუკერძოებლად. სტენინის კონკურსი, გაზვიადების გარეშე, მოვლენაა საერთაშორისო ფოტოაფიშაში: მას ელიან, მასზე კამათობენ, მისით ამაყობენ. ამის დასტურია ფოტოხელოვანების უმაღლესი საექსპერტო დონე, რომლებსაც ვიწვევდით და კვლავ მოვიწვიეთ ჟიურიში; ასევე კონკურსისადმი მზარდი ინტერესი იმ ქალაქებისა და ქვეყნების აუდიტორიებში, საიდანაც ჩვენი ლაურეატების ნამუშევრები შემოდის“.
18-დან 33 წლამდეფოტოპროფესიონალებს კვლავ შეუძლიათ განაცხადების წარდგენა კონკურსის ვებსაიტზე რუსულ(http://stenincontest.ru), ინგლისურ (https://stenincontest.com) და ჩინურ(https://cn.stenincontest .com) ენებზე. საკონკურსო განაცხადების მიღება2024 წლის 15 მარტამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.
2024 წლის კონკურსის საპრიზო ფონდი იქნება 125, 100 და 75 ათასი რუბლი თითოეულ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის. სტენინის კონკურსის უმაღლესი ჯილდოს — გრანპრის მფლობელი 700 ათას რუბლს მიიღებს.
კონკურსიასევე ინარჩუნებს გამარჯვებულთა საგამოფენო ტურების ტრადიციას რუსეთისა და უცხოეთის ქალაქებში. მისი არსებობის მანძილზე, კონკურსის გამარჯვებულების გამოფენები მაყურებლებმა იხილეს ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, მექსიკაში, არგენტინაში, ურუგვაიში, კოლუმბიაში, კონგოში, თურქეთში, ლიბანში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები წელს იყვნენ: რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია, ონლაინ პლატფორმა „სმოტრიმ“ (რუსეთი), რუსული სახელმწიფო ტელეარხი „რუსეთი-კულტურა" (რუსეთი), ტელეარხი "მოსკოვი 24" (რუსეთი).
კონკურსის საერთაშორისო მედიაპარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო), მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (ჩინეთი), გაზეთ China Daily-ს ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), გაზეთ The Paper-ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი).
ყველა ახალი ამბავი
0