https://sputnik-georgia.com/20231222/saqartvelos-pirvelma-pirebma-cexets-samzimari-gamoucxades-285137168.html
სროლა პრაღაში: საქართველოს პირველმა პირებმა ჩეხეთს სამძიმარი გამოუცხადეს
სროლა პრაღაში: საქართველოს პირველმა პირებმა ჩეხეთს სამძიმარი გამოუცხადეს
Sputnik საქართველო
უცნობმა პირმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის მსროლელი ლიკვიდირებულია. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 24 ადამიანი 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T10:00+0400
2023-12-22T10:00+0400
2023-12-22T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩეხეთი
შემთხვევები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/26/238522692_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_4802b4a3219bac9a9be556ab17fb9bd1.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik საქართველოს პირველმა პირებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს.ინციდენტი ხუთშაბათს, 21 დეკემბერს საღამოს მოხდა. უცნობმა პირმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის მსროლელი ლიკვიდირებულია. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 24 ადამიანი.საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი თანაგრძნობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.ჩეხეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა.თბილისის მერი კახა კალაძე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.საქართველოს საელჩო ჩეხეთში იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან, აცხადებენ საელჩოში. კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053.იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/26/238522692_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_343b953be2e10f77f356217a925c2e27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩეხეთი , შემთხვევები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, ჩეხეთი , შემთხვევები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, კახა კალაძე
სროლა პრაღაში: საქართველოს პირველმა პირებმა ჩეხეთს სამძიმარი გამოუცხადეს
უცნობმა პირმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის მსროლელი ლიკვიდირებულია. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 24 ადამიანი
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik საქართველოს პირველმა პირებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს.
ინციდენტი ხუთშაბათს, 21 დეკემბერს საღამოს მოხდა. უცნობმა პირმა შენობაში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის მსროლელი ლიკვიდირებულია. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 24 ადამიანი.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი თანაგრძნობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ჩეხეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა.
„ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
თბილისის მერი კახა კალაძე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერს კახა კალაძე „ტვიტერში“.
საქართველოს საელჩო ჩეხეთში იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან, აცხადებენ საელჩოში. კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053.
იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.