https://sputnik-georgia.com/20231222/sapensio-aqtivebi-dekembris-statistika-285162457.html
საპენსიო აქტივებმა საქართველოში 4,3 მლრდ-ს მიაღწია: დეკემბრის სტატისტიკა
საპენსიო აქტივებმა საქართველოში 4,3 მლრდ-ს მიაღწია: დეკემბრის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 20 დეკემბრის მდგომარეობით,4,3 მილიარდი ლარია, იუწყება საპენსიო სააგენტო. 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T21:21+0400
2023-12-22T21:21+0400
2023-12-22T21:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპენსიო სააგენტო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_15f048a0cb2f4f8254bf3d8289192c4d.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 20 დეკემბრის მდგომარეობით,4,3 მილიარდი ლარია, იუწყება საპენსიო სააგენტო.აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული წმინდა მოგება834 მლნ ლარს შეადგენს.ბოლო მონაცემებით:დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6%ირიცხება. აქედან 2%-ს იგი თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.თუ მოქალაქის წლიური ხელფასი 24-დან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო მისანგარიშზე მხოლოდ 1%-ს რიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ იღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/89/234438904_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_d20534f37821229146c521e266ad8ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, სოციალური სფერო საქართველოში
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 20 დეკემბრის მდგომარეობით,4,3 მილიარდი ლარია, იუწყება საპენსიო სააგენტო.
აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული წმინდა მოგება834 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემაში 1,5 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს.
აქედან 118 ათასი სქემას 2023 წელს შეუერთდა.
მათგან გადახდები მიიღო 6,9 ათასმა ადამიანმა, რამაც 20,8 მლნ ლარი შეადგინა.
2023 წელს გადახდების რაოდენობამ 13,3 მლნ ლარს მიაღწია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6%ირიცხება. აქედან 2%-ს იგი თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
თუ მოქალაქის წლიური ხელფასი 24-დან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო მისანგარიშზე მხოლოდ 1%-ს რიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ იღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.