https://sputnik-georgia.com/20231222/rogor-gavigot-iqneba-tu-ara-mamakaci-kargi-mama-285140132.html
როგორ გავიგოთ, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა: მეცნიერებმა მარტივი მეთოდი აღმოაჩინეს
როგორ გავიგოთ, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა: მეცნიერებმა მარტივი მეთოდი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი თამაშის მეშვეობით დაადგინეს, რამდენად კარგი მამა იქნება ადამიანი. 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T18:27+0400
2023-12-22T18:27+0400
2023-12-22T18:27+0400
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285139959_0:191:2964:1858_1920x0_80_0_0_6c09d052e6775d59958902ae57d062d3.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი თამაშის მეშვეობით დაადგინეს, რამდენად კარგი მამა იქნება ადამიანი.ირკვევა, რომ საუბარია თოჯინებით თამაშზე, რა დროსაც, პირველივე წუთებიდან, დანამდვილებით ხდება გასაგები, უაქტიურდება თუ არა მამაკაცს ქცევის ინსტიქტური პატერნები, რომლებიც ახალშობილთან ურთიერთობისასაა აუცილებლი.ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერულ ექსპერიმენტში 182 წყვილი მონაწილეობდა, რომლებიც შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. მკვლევარები შინ მიდიოდნენ მათთან, რათა მამაკაცებს თავი მეტად თავისუფლად ეგრძნოთ. ისინი მომავალ მამებს აძლევდნენ ბრინჯით გატენილ ნაჭრის თოჯინებს და სთხოვდნენ ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს ხელში ნამდვილი ახალშობილი ეკავათ.ამის შემდეგ სპეციალისტები ვიდეოჩანაწერებს აანალიზებდნენ და მომავალ მამებს მშობლის ინტუიციური ქცევის დონის მიხედვით აფასებდნენ.ბავშვის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ მამების ქცევას მეცნიერთა უკვე სხვა ჯგუფი აფასებდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ცდილობდნენ მამები, ესწავლებინათ შვილებისთვის მარტივი განმავითარებელი თამაშები.ასე რომ, თუ გსურთ, წინდაწინ დაადგინოთ, როგორი მამა იქნება თქვენი მეუღლე, შეგიძლიათ თოჯინა მოიმარჯვოთ და ეს მეცნიერული ექსპერიმენტი შინ ჩაატაროთ.იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეორე ნახევარი მშობლის უნარებს არ გამოამჟღავნებს, გული არ გაიტეხოთ: როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ მამაკაცს თანდაყოლილი რეფლექსები მოდუნებული აქვს, შეუძლია მშობლის ინსტიქტი შეგნებულად გამოიმუშაოს — თუკი ამას მოინდომებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285139959_117:0:2848:2048_1920x0_80_0_0_a4f7fc180904187e2605a1551057ff1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი თამაშის მეშვეობით დაადგინეს, რამდენად კარგი მამა იქნება ადამიანი.
ირკვევა, რომ საუბარია თოჯინებით თამაშზე, რა დროსაც, პირველივე წუთებიდან, დანამდვილებით ხდება გასაგები, უაქტიურდება თუ არა მამაკაცს ქცევის ინსტიქტური პატერნები, რომლებიც ახალშობილთან ურთიერთობისასაა აუცილებლი.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერულ ექსპერიმენტში 182 წყვილი მონაწილეობდა, რომლებიც შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. მკვლევარები შინ მიდიოდნენ მათთან, რათა მამაკაცებს თავი მეტად თავისუფლად ეგრძნოთ. ისინი მომავალ მამებს აძლევდნენ ბრინჯით გატენილ ნაჭრის თოჯინებს და სთხოვდნენ ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს ხელში ნამდვილი ახალშობილი ეკავათ.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეპყრობოდნენ კაცები თოჯინებს, სწორად ეჭირათ თუ არა, იღიმოდნენ თუ არა, აკონტროლებდნენ თუ არა თოჯინის ფეხების მდგომარეობას წონის გათვალისწინებით და სხვა ბევრ ნიუანსს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ინსტიქტურად აკეთებს ბავშვებთან ურთიერთობისას“, — განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლორენ ალტენბურგერმა.
ამის შემდეგ სპეციალისტები ვიდეოჩანაწერებს აანალიზებდნენ და მომავალ მამებს მშობლის ინტუიციური ქცევის დონის მიხედვით აფასებდნენ.
ბავშვის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ მამების ქცევას მეცნიერთა უკვე სხვა ჯგუფი აფასებდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ცდილობდნენ მამები, ესწავლებინათ შვილებისთვის მარტივი განმავითარებელი თამაშები.
აღმოჩნდა, რომ ის მამები, რომლებმაც ერთი წლით ადრე თოჯინებით თამაშისას კარგი მშობლურ-ინტუიციური უნარები გამოამჟღავნეს, ნამდვილი შვილებისთვისაც შესანიშნავი მამები იყვნენ.
ასე რომ, თუ გსურთ, წინდაწინ დაადგინოთ, როგორი მამა იქნება თქვენი მეუღლე, შეგიძლიათ თოჯინა მოიმარჯვოთ და ეს მეცნიერული ექსპერიმენტი შინ ჩაატაროთ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეორე ნახევარი მშობლის უნარებს არ გამოამჟღავნებს, გული არ გაიტეხოთ: როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ მამაკაცს თანდაყოლილი რეფლექსები მოდუნებული აქვს, შეუძლია მშობლის ინსტიქტი შეგნებულად გამოიმუშაოს — თუკი ამას მოინდომებს.