https://sputnik-georgia.com/20231222/ra-kavsiri-aqvs-mcenareebs-bavsvis-iq-stan-285141699.html
თუ გსურთ, თქვენს შვილს მაღალი IQ ჰქონდეს: მეცნიერებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს
თუ გსურთ, თქვენს შვილს მაღალი IQ ჰქონდეს: მეცნიერებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბავშვის გონებრივი განვითარება მხოლოდ აღზრდის მეთოდებს არ უკავშირდება, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მწვანე გარემოში, ანუ ბუნების... 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T19:46+0400
2023-12-22T19:46+0400
2023-12-22T19:46+0400
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285141508_113:388:2733:1862_1920x0_80_0_0_9584522ad66a0550f8c7d5a040589494.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბავშვის გონებრივი განვითარება მხოლოდ აღზრდის მეთოდებს არ უკავშირდება, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მწვანე გარემოში, ანუ ბუნების სიახლოვეში გაზრდილ ბავშვებს IQ-ს უფრო მაღალი დონე აქვთ, იუწყება Euronews Living ბელგიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა სწავლულებმა სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 10-15 წლის 600 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს. მონაცემების ანალიზმა გონებრივ განვითარებასა და ბუნებასთან წვდომას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინა.აღსანიშნავია, რომ ეს კანონზომიერება ყველა სოციალურ-ეკონომიკური ფენის ბავშვში გამოვლინდა.შესაბამისად, მკვლევარების დასკვნით, მოზარდის გონებრივი განვითარება მხოლოდ ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებსა და აღზრდის მეთოდებს არ უკავშირდება. მათი აზრით, მწვანე ზონებში, ბუნების სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს:ეს ყველაფერი კი მათ კოგნიტიურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.აღსანიშნავია, რომ გონებრივ განვითარებასა და მწვანე გარემოს შორის კავშირი სხვა კვლევებითაც დადგინდა. ასე მაგალითად, ბარსელონაში 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ბავშვს სახლშიც და სკოლაშიც მცენარეების გარემოცვაში უხდება ყოფნა და ამასთან სკოლისკენ გამწვანებული გზით დადის, ეს დიდ გავლენას ახდენს მის მახსოვრობასა და ყურადღების კონცენტრაციაზე — ვინაიდან ნარგავები მის ტვინს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285141508_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_01a38b3238b77f8b1ee567c8c57f793e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბავშვის გონებრივი განვითარება მხოლოდ აღზრდის მეთოდებს არ უკავშირდება, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მწვანე გარემოში, ანუ ბუნების სიახლოვეში გაზრდილ ბავშვებს IQ-ს უფრო მაღალი დონე აქვთ, იუწყება
Euronews Living ბელგიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა სწავლულებმა სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 10-15 წლის 600 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს. მონაცემების ანალიზმა გონებრივ განვითარებასა და ბუნებასთან წვდომას შორის პირდაპირი კავშირი დაადგინა.
გაირკვა, რომ მწვანე ნარგავების სიმჭიდროვის 3%-ით ზრდა (ანუ მეტი ხისა თუ ყვავილის დარგვა), ბავშვის IQ-დონეს 2,6 პუნქტით ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს კანონზომიერება ყველა სოციალურ-ეკონომიკური ფენის ბავშვში გამოვლინდა.
შესაბამისად, მკვლევარების დასკვნით, მოზარდის გონებრივი განვითარება მხოლოდ ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებსა და აღზრდის მეთოდებს არ უკავშირდება. მათი აზრით, მწვანე ზონებში, ბუნების სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს:
სტრესის ბევრად დაბალი დონე აქვთ,
ნაკლებად წუხდებიან ხმაურით,
მეტი შესაძლებლობა აქვთ სოციალური თამაშებისთვის.
ეს ყველაფერი კი მათ კოგნიტიურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.
„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალაქების ეზოებსა და სახლებში არსებული მწვანე ნარგავებიც კი სასარგებლოა ბავშვის ინტელექტუალური და ქცევითი განვითარებისთვის. ეს დასკვნა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკოსებმა და ქალაქების ხელმძღვანელებმა, ასევე მშენებლებმა, რათა ბავშვების პოტენციალის განვითარებისთვის ოპტიმალური გარემო შექმნან“, — აცხადებენ მკვლევარები.
აღსანიშნავია, რომ გონებრივ განვითარებასა და მწვანე გარემოს შორის კავშირი სხვა კვლევებითაც დადგინდა. ასე მაგალითად, ბარსელონაში 2015 წელს ჩატარებულმა
კვლევამ აჩვენა, რომ თუ ბავშვს სახლშიც და სკოლაშიც მცენარეების გარემოცვაში უხდება ყოფნა და ამასთან სკოლისკენ გამწვანებული გზით დადის, ეს დიდ გავლენას ახდენს მის მახსოვრობასა და ყურადღების კონცენტრაციაზე — ვინაიდან ნარგავები მის ტვინს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს.