საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომეხ კოლეგას შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
პოლიტიკოსებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ალენ სიმონიანმა შეხვედრაზე რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელების შეხვედრა სომხეთში ქართული საპარლამენტო დელეგაციის არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შევთანხმდით კონკრეტული ინიციატივების განხორციელებაზე", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
ამ წლების მანძილზე საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0