„ოსკარის“ შორტ-ლისტში ქართული ფილმი არ მოხვდა

© Academy of Motion Picture Arts and Sciences„ოსკარის" ქანდაკება
„ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ 96-ე დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 10 მარტს გაიმართება
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ „ოსკარის“ 96-ე დაჯილდოების შორტ-ლისტში არ მოხვდა.
ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ წარდგენილი იყო ნომინაციაზე „საუკეთესო საერთაშორისო ფილმი“.
აღნიშნულ ნომინაციაში დასახელებული იყო 88 ქვეყნის ფილმები. მოკლე ჩამონათვალში შევიდა 15 ფილმი:
სომხეთი - Amerikatsi
ბუტანი - Monk and Gun
დანია - The Promised Land
ფინეთი - Fallen Leaves
საფრანგეთი - The Taste of Things
გერმანია - The Teachers' Loungs
ისლანდია - Godland
იტალია - Io Capitano
იაპონია - Perfect Days
მექსიკა - Totem
მაროკო - The Mother of All Lies
ესპანეთი - Society of the Snow
ტუნისი - Four Daughters
უკრაინა - 20 Days in Mariupol
დიდი ბრიტანეთი - The Zone of Interest
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „მოქალაქე წმინდანის“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი მთავარ კონკურსში მონაწილეობდა.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე ჯვარია აღმართული წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავიანთ
მფარველად თვლიან. თუმცა, ერთ დღეს ჯვარს სარესტავრაციოდ ხსნიან და წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად ქრება, ხოლო ადგილობრივებს შორის უეცრად იდუმალი უცნობი ჩნდება.
ფილმში, რომელიც საქაქრთველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, მონაწილეობენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ 96-ე დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 10 მარტს გაიმართება. ნომინაციები კი გამოცხადდება 2024 წლის 23 იანვარს.
ყველა ახალი ამბავი
0