ნიუ-იორკში საფერავი და ქარვისფერი ღვინოები დააგემოვნეს

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
ღონისძიების სტუმრებს ქართულ ღვინოებთან და კერძებთან ერთად საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურაც გააცნეს.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ნიუ-იორკში ქართული საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება Saperavi & Amber Wine Grand Tasting-ს, რომელიც სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაცია „საფერიკას“ ორგანიზებით გაიმართა, ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედი- სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო.
„მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ისე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ქართული ყურძნის ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.
მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აშშ-ში პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, გააქტიურდა მედიაკამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).
ღვინის ეროვნული სააგენტო 2024 წელს აქტიურად გააგრძელებს აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს. არსებულ მიმართულებებთან ერთად გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული მედიაკამპანიები, რომლებიც გათვლილია ამერიკის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებისზრდაზე.
ყველა ახალი ამბავი
0