მიქაუტაძე: „ენერგო პრო ჯორჯია“ ზამთარს მომზადებული ხვდება

© courtesy of Energo-Pro Georgia„ენერგო პრო ჯორჯია"
„ენერგო პრო ჯორჯია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ ზამთარს მომზადებული ხვდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.
კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში საქმიანობს და ელექტროენერგიას 1,2 მლნ-ზე მეტ აბონენტს აწვდის - მიქაუტაძემ კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ზამთრის სეზონში საქართველოს ენერგომომარაგების საკითხები განიხილა.
„გავეცანით, კომპანიის განვითარების სამოქმედო გეგმას მომდევნო წლებისთვის. კომპანიამ 2023 წელს რეგიონებში ქსელის რეაბილიტაციისთვის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის საფეხურებზე დაახლოებით 70 მლნ ლარი დახარჯა. ამასთან, 2024 წელს ინვესტიციის მაჩვენებელი ორჯერ მეტი, 150 მლნ ლარის ფარგლებში იქნება,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქართველოს რეგიონებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციებს ახორციელებს.
მიქაუტაძე ასევე გაეცნო „ენერგო პროს“ მთავარი სადისპეტჩერო მართვის ცენტრის საქმიანობას, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ საქმიანობას. კომპანიაში დანერგილია დისტანციური მართვის თანამედროვე სისტემა, რომლითაც ხდება ქვესადგურებიდან მონაცემების წამოღება და სადისპეტჩეროდან პროცესის დისტანციურად მართვა.
კომპანია ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც „ენერგო პროს“ ყველა ძირითადი სადგური აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვება, რაც დისპეტჩერებს მის მართვას გაუადვილებს.
ყველა ახალი ამბავი
0