თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა: სად მოქმედებს შეზღუდვები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. უამინდობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე (ხაიში-უშგული) კილომეტრ მონაკვეთზეც.
მესტია-უშგულის მონაკვეთზე (140-185კმ) კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0