პაპუაშვილი: ფრეიზერის ინსტიტუტმა ახალ ანგარიშში საქართველოს უპირატესობა აღიარა

© Courtesy of Shalva Papuashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ფრეიზერის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წელს ადამიანის თავისუფლების ინდექსს შეეხება, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უსწრებს, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნებული ახალი ინდექსი ადასტურებს, რომ საქართველო ლიდერ პოზიციას, ტრადიციულ პირველ ადგილს ინარჩუნებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატოს რვა წევრქვეყანსა, ასევე ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ფრეიზერის ინსტიტუტი — კანადური ლიბერტარიანულ-კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრი სახელმწიფო პოლიტიკის დარგში. მისი შტაბბინა მდებარეობს ვანკუვერში. კავშირები აქვს მთელი მსოფლიოს ანალიტიკურ ცენტრებთან.
2020 წელს ფრეიზერის ინსტიტუტმა მე-14 ადგილი დაიკავა „მსოფლიოს საუკეთესო ანალიტიკურ ცენტრებს“ შორის, ხოლო მექსიკისა და კანადის „საუკეთესო ანალიტიკურ ცენტრებს“ შორის პირველ ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0