ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმატებები: საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
საცალო ინვესტორების ინტერესის ზრდა და აქტიურობა აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის, აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წელს 1 მილიარდ ლარზე მეტი თანხის 18 ემისია განხორციელდა, რომლებიც შვიდ სხვადასხვა სექტორში განაწილდა, ხოლო კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის მოცულობამ წელს 1,8 მლრდ ლარი შეადგინა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ Tegeta Holding–ისა დაTBC Capital–ის ერთობლივ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
Tegeta Holding–მა ფასიანი ქაღალდების ქართული ბაზრის ისტორიაში პირველად წარმატებით გამოუშვა ლარში ნომინირებული 20 მლნ ლარის ოდენობის ობლიგაციები ფიზიკური პირებისთვის.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კორპორაციული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება და იზრდება. ბაზრის წინსვლის ნათელი მაგალითია მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციები. ამ მომენტისათვის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა 1,8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მოცულობას ორჯერ აღემატება“, – განაცხადა მიქაბაძემ.
მისი თქმით, საცალო ინვესტორების ინტერესის ზრდა და აქტიურობა აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის და მით უფრო მისასალმებელია საცალო ინვესტორების ნდობის ზრდა ლარში დენომინირებული გრძელვადიანი საინვესტიციო პროდუქტების მიმართ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მეშვეობით ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების როლის გაძლიერებასა და მათ შორის, განსაკუთრებით ფიქსირებული გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0