https://sputnik-georgia.com/20231222/ass-bankebs-sanqciebit-emuqreba-285159396.html
ომის მანქანის დაფინანსებისთვის: აშშ ბანკებს სანქციებით ემუქრება
ომის მანქანის დაფინანსებისთვის: აშშ ბანკებს სანქციებით ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები შავ სიაში შეიყვანს უცხოურ ბანკებს და გათიშავს მათ თავისი ფინანსური სისტემიდან ანტირუსული სანქციების... 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T20:54+0400
2023-12-22T20:54+0400
2023-12-22T20:54+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_0:113:3071:1840_1920x0_80_0_0_0828c2b3990427e27162078a04bbd13f.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები შავ სიაში შეიყვანს უცხოურ ბანკებს და გათიშავს მათ თავისი ფინანსური სისტემიდან ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, იუწყება Financial Times (FT).გამოცემის ცნობით, შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა.როგორც გაზეთი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წესებს ამერიკულ და ევროპულ ბანკებს აცნობებს, რათა მათ ყველა ინფორმაცია თავიანთ კორესპონდენტ ბანკებს გადასცენ.FT-ისთანამოსაუბრის თქმით, საქონლის სიაში, რომლებთან ურთიერთქმედებასაც უნდა აარიდონ თავი ფინანსურმა ინსტიტუტებმა, შედის: ნახევარგამტარები, ქიმიური პრეკურსორები, ჩარხები, საკისრები და ოპტიკური სისტემები.ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროს განმარტებით, შეერთებული შტატების ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს საქონელი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს რუსეთის უნარისთვის, შექმნას იარაღი. მისი თქმით, ფინანსური რესტრიქციები ამ საქონლის მოძიებისა და ქვეყანაში იმპორტის შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა.ამასთან FT ხაზს უსვამს, რომ რუსეთში ჯერ ისევ რჩებიან ავსტრიული ბანკი Raiffeisen, იტალიური UniCredit და უნგრული OTP Bank. მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ქვეყანა დატოვა, რუსეთში საქმიანობა ჩინურმა ბანკებმა გაააქტიურეს.მანამდე, ნოემბერში, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლობის გაძლიერება ჰქონდათ განზრახული, რათა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა არ დაეშვათ. 12 დეკემბერს ევროკავშირმა შეათანხმა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის; ხოლო 18 დეკემბერს სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვას მოიცავს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_966bf62641c8cd9f1031ae5ff26bbd6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები შავ სიაში შეიყვანს უცხოურ ბანკებს და გათიშავს მათ თავისი ფინანსური სისტემიდან ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, იუწყება
Financial Times (FT). გამოცემის ცნობით, შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა.
„ეს შეტყობინება ცხადყოფს, რომ ისინი, ვინც აფინანსებს და ხელს უწყობს იმ საქონლის ტრანზაქციებს, რომლებიც ბრძოლის ველზე ჩნდება, სერიოზულ შედეგებს შეეჯახებიან“, — განუცხადა FT-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილეუოლი ადეიეომ.
როგორც გაზეთი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წესებს ამერიკულ და ევროპულ ბანკებს აცნობებს, რათა მათ ყველა ინფორმაცია თავიანთ კორესპონდენტ ბანკებს გადასცენ.
FT-ისთანამოსაუბრის თქმით, საქონლის სიაში, რომლებთან ურთიერთქმედებასაც უნდა აარიდონ თავი ფინანსურმა ინსტიტუტებმა, შედის: ნახევარგამტარები, ქიმიური პრეკურსორები, ჩარხები, საკისრები და ოპტიკური სისტემები.
ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროს განმარტებით, შეერთებული შტატების ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს საქონელი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს რუსეთის უნარისთვის, შექმნას იარაღი. მისი თქმით, ფინანსური რესტრიქციები ამ საქონლის მოძიებისა და ქვეყანაში იმპორტის შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან FT ხაზს უსვამს, რომ რუსეთში ჯერ ისევ რჩებიან ავსტრიული ბანკი Raiffeisen, იტალიური UniCredit და უნგრული OTP Bank. მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ქვეყანა დატოვა, რუსეთში საქმიანობა ჩინურმა ბანკებმა გაააქტიურეს.
მანამდე, ნოემბერში, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლობის გაძლიერება ჰქონდათ განზრახული, რათა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა არ დაეშვათ. 12 დეკემბერს ევროკავშირმა შეათანხმა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის; ხოლო 18 დეკემბერს სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვას მოიცავს.