მიმოხილვა: თვითმფრინავი-რადარი A-100 „პრემიერი“ — გამოცდები გრძელდება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
უახლესი რუსული შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის სისტემა A-100 „პრემიერი“, თავისი ძირითადი მახასიათებლებით, მნიშვნელოვნად უსწრებს დასავლურ ანალოგებს, მითოლოგიზებულ ამერიკულ Boeing E-3 Sentry-ს (AWACS).
„პრემიერის“ ტესტირება 2019 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. პირველი ფრენა სპეცოპერაციის წინ განხორციელდა, 2022 წლის თებერვალში.
რუსულ „პრემიერს“ შეუძლია აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს350-მდე საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სამიზნეს 650 კმ-მდე მანძილზე. შედარებისთვის: Boeing 737AEW&C AWACS სისტემას შეუძლია თვალყური ადევნოს 180-მდე სამიზნეს 500 კმ-მდე მანძილზე.
„პრემიერი“ ასევე შექმნილია გამანადგურებელი (დამრტყმელი) თვითმფრინავებისა და დრონების გასაკონტროლებლად საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე დამიზნებისას, ანუ მას შეუძლია იმოქმედოს როგორც მრავალფუნქციურმა საჰაერო შტაბმა.
A-100 შეიძლება ეფექტური იყოს სახმელეთო სადაზვერვო სისტემებთან ურთიერთქმედებით, როგორიცაა „ვორონეჟი“. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორ მანძილზე ზუსტი იარაღის - ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„პრემიერს" აქვს კოსმოსის კონტროლის პოტენციალი - შექმნილია მონაცემთა გადაცემის საიმედო (უსაფრთხო) არხი „თვითმფრინავი-თანამგზავრი".
A-100-ის მთავარი უპირატესობაა ახალი ორდიაპაზონიანი რადარი აქტიური ფაზური მასივის ანტენით, რომელსაც შეუძლია უკეთ განასხვავოს სამიზნეები, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც „უხილავია“ ჩვეულებრივი რადარებისთვის,და ფრთოსანირაკეტები, რომლებიც შექმნილია სტელს-ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთები გვხვდება მე-5 თაობის რუსულ გამანადგურებლებზე.
„პრემიერის“ სიმძლავრე უზრუნველყოფილია რუსული ყველაზე მოწინავე მიღწევებით სარადარო და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ბორტზე მრავალფუნქციური რადიოტექნიკური კომპლექსი A-100-ის ჩახშობა“ მოწინაარმდეგის ელექტრონული საომარი საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.
უახლესი სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებელია საჰაერო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გადაცემა სახმელეთო შტაბებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ავტომატურ რეჟიმში (ხმოვანი კომუნიკაციის გარეშე). შევნიშნავთ, რომ „პრემიერი“ მთლიანად რუსული კომპონენტებისგანაა დამზადებული.
A-100 სისტემის პლატფორმა საშუალებას იძლევა, ექვსისაათი იმუშაოს ჰაერში ბაზიდან 1000 კილომეტრში საწვავის შევსების გარეშე. A-100 დაცულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან ავტომატური ელექტრონული სარადარო ჩახშობის სისტემით და სპეციალური მატყუარა სამიზნეებით.

საბრძოლო გამოყენების თავისებურებები

თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ადრე თქვა:
„მახასიათებლებით, A-100 საავიაციო კომპლექსი აღემატება უცხოურ ანალოგებს. მისი სადაზვერვო შესაძლებლობები საშუალებას მისცემს მას აღმოაჩინოს ახალი კლასის სამიზნეები... A-100 შეძლებს აკონტროლოს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო სამიზნეები, ასევე გადაჭრას უფრო რთული პრობლემები საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სფეროში“.
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების საჭიროება სარადარო თვითმფრინავებზე 35-40 ერთეულითაა შეფასებული.
რუსეთის საჰაერო კოსმოსურიძალების შემადგენლობაში დღეისათვის რვა მოდერნიზებული (2011 წლიდან) ფრთოსანირადარი A-50U-ა, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ სირიაში და სპეცოპერაციის ზონაში, ოპერატიულად პოულობენ მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეებს და კონტრსაჰაერო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს რთავენ.
დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ A-50U არაფრით ჩამოუვარდება Boeing E-3 Sentry-ს. A-50U ხედავს მტრის ბომბდამშენს 650 კმ-ის დაშორებით, ფრთოსანრაკეტას 215 კმ-ის დაშორებით. შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 40-მდე საჰაერო სამიზნე და დაახლოებით 300 სახმელეთო სამიზნე. საშუალებას იძლევა, განადგურდეს საჰაერო სამიზნეები S-400 საზენიტო რაკეტებით მაქსიმუმ 400 კმ მანძილზე - მიწიდან 5 მეტრამდე სიმაღლეზე. თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ერთად, A-50U თვითმფრინავები აჩვენებენ შესანიშნავ საბრძოლო შედეგებს.
ამიტომ ახლაც კი, უკრაინის ოპერაციების თეატრში ახალი თაობის A-100 „პრემიერი“ რადარების შესვლამდე, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები მზად არიან,„თბილად მიესალმონ“კიევის რეჟიმისთვის დაპირებულ ამერიკულ F-16-ებს.
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში დამაჯერებლად იმარჯვებს მაღალტექნოლოგიური შეიარაღების რბოლაში —შეერთებული შტატები და ნატოს სხვა ქვეყნები თითქმის ყველა „სარბენ ბილიკზე“ გადამწყვეტად ჩამორჩებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0