უკანონო თევზჭერა: რეგიონებში პრევენციული ღონისძიებები გატარდა

© Sputnik / Goga Vardzieliთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
უმეტეს შემთხვევებში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ.
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 2 ათას მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, ასევე ცხრა ერთეული თევზმახე - „გოდორი“.
უწყების ცნობით, ბადეები ამოღებულია ბაზალეთის ტბიდან, მდინარეებიდან - ჭოროხი, ნატანები, ყუმური, ჯრუჭულა, ასევე თბილისის ზღვიდან.
გარდა ამისა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მიმდებარედ მდინარე მტკვრიდან ამოღებულია ერთი ერთეული თევზმახე, ე.წ. ოჩხი, რომელშიც რამდენიმე კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული, რომელიც მდინარეში დააბრუნეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0