მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წესები გამკაცრდა: საფრანგეთმა მიგრანტების შესახებ ახალი კანონი მიიღო

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკში მიგრანტები საფრანგეთში
 მიგრანტები საფრანგეთში - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა სამთავრობო კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, იუწყება Reuters.
გავრცელებული ცნობით, დკუმენტი ორივე პალატამ —სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ კომპრომისს მიაღწია კონსერვატიულ ოპოზიციასთან. ახლა დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
კანონპროექტის თანახმად, კვალიფიციურ მუშაკებს საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვა მიეცემათ. საუბარია დარგებზე, რომლებიც მუშახელის დეფიციტს განიცდიან.
გარდა ამისა, კანონპროექტი ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას, თუმცა უცხოეთის მოქალაქე სახელმწიფო შეღავათების მიღებას მხოლოდ საფრანგეთში ცხოვრების ხუთი წლის შემდეგ შეძლებს, ხოლო პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან, 30 თვის შემდეგ.
როგორც სააგენტო წერს, პრეზიდენტ მაკრონისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამაც“ დაუჭირა მხარი, რომლის ლიდერი მარინლე პენი მანამდე მან პოლიტიკურ ოპორტუნიზმში დაადანაშაულა.
საფრანგეთის არასამთავრობო დაუფლებადამცველმა ორგანიზაციემა კანონს „ყველაზე რეგრესული“ უწოდეს ბოლო 40 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის საფრანგეთში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელების უფლებებს ზღუდავს.
თუმცა, როგორც კომპანია Elabe-ს სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, ახალ კანონს ფრანგების 70% ემხრობა. მათშორის 87% მაკრონის მხარდამჭერია.
საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების რაოდენობა 1946 წელს 5% იყო, 1975 წელს 7,4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს 8,5% გახდა, ხოლო2022 წელს საფრანგეთის მთლიანი მოსახლეობის — 68 მილიონი კაცის 10%-სგაუტოლდა.
ყველა ახალი ამბავი
0