https://sputnik-georgia.com/20231221/ramdenit-gaizarda-qaris-eleqtrosadguris-gamomushaveba-285109864.html
რამდენით გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება
რამდენით გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება
Sputnik საქართველო
ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ გორთან ახლოს 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20,7 მეგავატია. 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T10:49+0400
2023-12-21T10:49+0400
2023-12-21T10:49+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/48/247224809_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_b75c0c4d18791f231fafe07609bbb286.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა“ 2023 წლის 11 თვეში 79,83 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 0,2%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის იანვარ–ნოემბერში, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ გორთან ახლოს 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20 მგვტ-ია. ESCO-ს ინფორმაციით, „ქართლის“ წილი ქვეყნის ჯამური გამომუშავების მხოლოდ 0,6%-ს შეადგენდა.ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.საქართველოში შემუშავდა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.ახალი სქემა პირველ ეტაპზე მხარს დაუჭერს 27 გამარჯვებულ პროექტს ჰიდრო– (15 პროექტი), ქარისა (2) და მზის (9) ელექტროსადგურების მშენებლობაზე.სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.ESCO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/48/247224809_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_c2851c9c73af1d3b2aacdbe537b176f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება
ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ გორთან ახლოს 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20,7 მეგავატია.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა“ 2023 წლის 11 თვეში 79,83 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 0,2%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის იანვარ–ნოემბერში, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ გორთან ახლოს 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20 მგვტ-ია. ESCO-ს ინფორმაციით, „ქართლის“ წილი ქვეყნის ჯამური გამომუშავების მხოლოდ 0,6%-ს შეადგენდა.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
საქართველოში შემუშავდა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
ახალი სქემა პირველ ეტაპზე მხარს დაუჭერს 27 გამარჯვებულ პროექტს ჰიდრო– (15 პროექტი), ქარისა (2) და მზის (9) ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ESCO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.