რა დავადებებს ებრძვის სექსი და რა კავშირი აქვს კიბოს სექსუალური პარტნიორების რაოდენობასთან

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ათი და მეტი სექსუალური პარტნიორი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვნად ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ასკვნის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელთა ნაშრომის პრესრელიზს Medical Xpress-ი აქვეყნებს.
სწავლულთა თქმით, მსგავსი კანონზომიერება შეინიშნება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.
კვლევის დროს ბრიტანელმა, კანადელმა, იტალიელმა, ავსტრიელმა და თურქმა მეცნიერებმა იმ 5 722 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც მანამდე ანკეტებში სექსუალური პარტნიორების რაოდენობა მიუთითეს. გამოკითხულთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო.

გაირკვა, რომ ქალები, რომლებსაც ათზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, 91%-ით ხშირად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე ერთპარტნიორიანი რესპონდენტები.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტენდენცია გამოვლინდა მამაკაცებშიც, თუმცა ოდნავი სხვაობით.

იმ მამაკაცებს, რომლებსაც ათი და მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ ცხოვრების განმავლობაში, 69%-ით ხშირად ემართებოდათ ონკოლოგიური დაავადება, ვიდრე ერთპარტნიორიან მამაკაცებს.

ამასთან სწავლულები განმარტავენ, რომ ასეთი სტატისტიკა იმ ინფექციების გავლენით აიხსნება, რომლებიც სქესობრივი გზით გადაედება.
მანამდე უილქსის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებად ემართებათ სერიოზული დაავადებები.
მკვლევარების თქმით, მამაკაცები, რომლებსაც კვირაში ორჯერ მაინც აქვთ სექსი, გარკვეული დოზით არიან დაცულები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
გარდა ამისა, როგორც კვლევები აჩვენებს, რეგულარული სექსი:
აძლიერებს იმუნიტეტს — რეგულარული სექსის მქონეთა ორგანიზმი 30%-ით მეტ იმუნოგლობულინ А-ს შეიცავს.
იცავს ადამიანს გაციებებისა და გრიპებისგან. ებრძვის თირკმელკენჭოვან დაავადებას.
ძალიან ეფექტურია შაკიკის სიმპტომების შესასუსტებლად.
აღმოფხვრის უძილობასა და დეპრესიებს.
ყველა ახალი ამბავი
0