ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის

© photo: Sputnik / Stringerსამგზავრო თვითმფრინავი
სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
ავსტრიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 2024 წლის მაისიდან დაიწყება.
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES იწყებს.
ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 2024 წლის 2 მაისიდან დაიწყებს და კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.
„უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით დასრულებას“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია.
1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0