მამასთან თამაში შვილის წარმატების წინაპირობაა: კემბრიჯის კვლევა

© unsplash/juliane-liebermannმამა და შვილები
მამა და შვილები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბავშვები, რომელთა მამებიც მათთან სათამაშოდ ადრეული ასაკიდან პოულობენ დროს, უკეთესად აკონტროლებენ ქცევებსა და ემოციებს ასაკის მატების კვალდაკვალ, აცხადებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მათი თქმით, მშობლებთან თამაში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის — მისი სოციალური, კოგნიტიური და კომუნიკაციური უნარების ფორმირებისთვის.
მეცნიერებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში დაგროვილ იმ ინფორმაციას მოუყარეს თავი, რომელიც მამა-შვილის თამაშს ასახავს დაბადებიდან სამი წლის ასაკამდე. მკვლევარებს სურდათ დაედგინათ, რით განსხვავდება მამებთან თამაში დედებთან თამაშისგან.
აღმოჩნდა, რომ მამები ძირითადად მოძრავ, ფიზიკური აქტივობის განმავითარებელ თამაშებს არჩევენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ერთობოდნენ მამებთან მოძრავი თამაშებით, უკეთესად აკონტროლებენ გრძნობებსა და ემოციებს, იშვიათად ავლენენ ჰიპერაქტიურობას, არიან ნაკლებად აგრესიულები და, ამასთან, იშვიათად მოსდით კონფლიქტი სხვა ბავშვებთან.

როგორც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი პოლ რამჩანდანი ამბობს, მოძრავი თამაშები ბავშვებისთვის ქმნის სახალისო, საინტერესო სიტუაციებს, რა დროსაც ისინი ემოციური რეაქციების მართვას სწავლობენ. მთავარია, თამაშის პროცესში ძალები გააკონტროლოთ, რათა ეს უსაფრთხო იყოს ბავშვისთვის.
კემბრიჯელი მეცნიერები იმ დედებს, რომლებიც შვილებს მეუღლის გარეშე ზრდიან, ურჩევენ, აუცილებლად გაითვალისწინონ მოძრავი თამაშების სასიკეთო გავლენა ბავშვის გონებრივ უნარებსა და მათ ემოციურ მდგომარეობაზე და მცირე ასაკიდან გამოიყენონ ეს მეთოდი.
ყველა ახალი ამბავი
0