კაცი, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, ციხეში დარჩება

© Tbilisi Court of Appealsთბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
გამოძიების ცნობით, ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე 10 ჭრილობა მიაყენა
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - როინ მებონია, რომელმაც ავტობუსში არასრუწლოვანი შვილებისა და მგზავრების თვალწინ ცოლი მოკლა, ციხეში 20 წელს გაატარებს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
პროკურატურა მებონიასთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
მკვლელობა 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. გამოძიების ცნობით, ავტობუსში მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე 10 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც 30 წლის სოფო კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის დღესვე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულის ადვოკატ სულხან კომახიძის თქმით, მებონია შეურაცხადია და დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მებონია ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა.
ყველა ახალი ამბავი
0