შიდა ქართლში ხეტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხეტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0