Conde Nast Traveler-ი მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Conde Nast Traveler ახალი წლის დღესასწაულებზე მკითხველს ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად საქართველოში მოგზაურობას ურჩევს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
სტატიაში „მსოფლიოს 32 საუკეთესო ადგილი საშობაო არდადეგების გასატარებლად“ საქართველოზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და იულიუსის კალენდრის მიხედვით, აქ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს ზეიმობენ. აქ მთავარი დღესასწაული 31 დეკემბერია, როდესაც ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.
„თუმცა თბილისს საზეიმო განწყობა დეკემბრის დასაწყისიდან ეტყობა. საქართველოს დედაქალაქი მორთულია საახალწლო დეკორაციებით, ქალაქში მუსიკალური წარმოდგენები და საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, რაც ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Conde Nast Traveler-ის სტატიაში თბილისთან ერთად ლონდონში, ბერლინში, ბერნში, ედინბურგში, ბრიუგეში, კოპენჰაგენში, დუბაიში, ჰონგ-კონგში, ნიუ-იორკში, მონრეალსა და მსოფლიოს სხვა პოპულარულ ქალაქებში მიმდინარე საშობაო სამზადისია აღწერილი.
ყველა ახალი ამბავი
0