https://sputnik-georgia.com/20231220/tbilisis-centrsi-saavtomobilo-mozraoba-seizrudeba-285098488.html
თბილისის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T19:26+0400
2023-12-20T19:26+0400
2023-12-20T19:26+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272846212_0:80:3358:1969_1920x0_80_0_0_5f282ffcda73a39778a3436f340d0555.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 21 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით.მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მერიის ცნობით, მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.დროის აღნიშნული მონაკვეთში, მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272846212_314:0:3045:2048_1920x0_80_0_0_7f39bf64c62a8b3e1e7eb8c8b5259f34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
თბილისის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 21 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების
ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით.
მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მერიის ცნობით, მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
დროის აღნიშნული მონაკვეთში, მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.