https://sputnik-georgia.com/20231220/saqartvelosi-amieridan-gansakutrebit-mzime-mkvlelobis-saqmeebi-arar-daixureba-285105531.html
საქართველოში ამიერიდან განსაკუთრებით მძიმე მკვლელობის საქმეები აღარ დაიხურება
საქართველოში ამიერიდან განსაკუთრებით მძიმე მკვლელობის საქმეები აღარ დაიხურება
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას... 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T19:46+0400
2023-12-20T19:46+0400
2023-12-20T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264276318_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_aa2528ce7e49c59c15e244176a212a47.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანდაზმულობა მოეხსნა, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთ საქმეებზე სასჯელის დაკისრება ნებისმიერი დროის გასვლის შემდეგაც მოხდება.სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა ძალაში.საქართველოში ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა არის დადგენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 10 წლიანი - მძიმე დანაშაულისთვის, 15 წლიანი - სამსახურებრივი დანაშაულისთვის, 20 წლიანი - განსაკუთრებით მძიმე სამსახურებრივი დანაშაულისთვის და 30 წლიანი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.დღემდე არ გააჩნდა ხანდაზმულობის ვადა არაადამიანურ მოპყრობასთან, წამებასა და ადამიანებით ვაჭრობასთან და არასრულწლოვანთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ჩაბმასთან დაკავშირებულ დანაშაულებს.ამიერიდან ხანდაზმულობის ვადა მოეხსნება ასევე განსაკუთრებით მძიმე მკვლელობებს, ტერორისტულ თავდასხმებსა და ტერორიზმს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, პოლიციელების ან დაცვის თანამშრომლების მკვლელობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და სხვა მსგავსი დანაშაულებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264276318_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_05bafab09e49a5ffecd1f22c2451104f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
საქართველოში ამიერიდან განსაკუთრებით მძიმე მკვლელობის საქმეები აღარ დაიხურება
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანდაზმულობა მოეხსნა, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთ საქმეებზე სასჯელის დაკისრება ნებისმიერი დროის გასვლის შემდეგაც მოხდება.
სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა ძალაში.
საქართველოში ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა არის დადგენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 10 წლიანი - მძიმე დანაშაულისთვის, 15 წლიანი - სამსახურებრივი დანაშაულისთვის, 20 წლიანი - განსაკუთრებით მძიმე სამსახურებრივი დანაშაულისთვის და 30 წლიანი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
დღემდე არ გააჩნდა ხანდაზმულობის ვადა არაადამიანურ მოპყრობასთან, წამებასა და ადამიანებით ვაჭრობასთან და არასრულწლოვანთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ჩაბმასთან დაკავშირებულ დანაშაულებს.
ამიერიდან ხანდაზმულობის ვადა მოეხსნება ასევე განსაკუთრებით მძიმე მკვლელობებს, ტერორისტულ თავდასხმებსა და ტერორიზმს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, პოლიციელების ან დაცვის თანამშრომლების მკვლელობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და სხვა მსგავსი დანაშაულებები.